კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვების 80% იმეგა-3-ის ნაკლებობას განიცდის, რაც მათ ჰარმონიულ განვითარებას აფერხებს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებითვის არის საჭირო. ხშირად, ზრდასრულებში ომეგა-3-ის ნაკლებობა თმისა და ფრჩხილების სისუსტეს იწვევს. ბავშვებში კი შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც არის მხედველობის, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითება. ასევე, ინტელექტუალური მონაცემების, ქცევის, აღქმის, მეტყველებისა და წერა-კითხვის უნარების შენელება. შესაბამისად, მისი დეფიციტის შევსება აუცილებლობას წარმოადგენს.
ექიმები ხშირად გვირჩევენ ისეთი პროდუქტების მიღებას, რაც დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს, რადგან მას ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს და მხოლოდ გარედან დამატებაა შესაძლებელი. მედიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ომეგა-3-ის ბავშვებისთვის მიწოდებაზე, რადგან მათი ზრდა-განვითარებისთვის ის აუცილებელ კომპონენტს შეადგენს.
ომეგა-3-ის 4 მთავარი უპირატესობა:
აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს
ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა (ADHD) – ეს არის ბავშვებში გავრცელებული ცნობილი მდგომარეობა, რაც მათ სწავლაში, სამყაროს შეცნობასა და უბრალოდ, კომნუნიკაციაში უშლით ხელს.
კვლევებით დადასტურდა, რომ ომეგა-3 ამ დაავადების რეგრესს უწყობს ხელს.
შეუძლია ასთმის სიმპტომების შემცირება
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში მკერდის მიდამოს ტკივილი, სუნთქვის გაძნელებით, ხველითა და ქოშინით ხასიათდება. კვლევებმა უჩვენა, რომ ომეგა-3-ის სისტემატურად მიღებიდან 10 თვის შემდეგ, ბავშვებში ასთმის სიმპტომები შემცირდა.
აუმჯობესებს ძილის ხარისხს
ძილთან დაკავშირებული პრობლემები 18 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვების 4%-ს აწუხებს. კვლევის თანახმად, 395 ბავშვის სისხლში ომეგა-3-ის დაბალი შემცველობა ძილთან დაკავშირებით პრობლემების მაპროვოცირებელი იყო. მისმა 16 კვირის განმავლობაში მიღებამ კი ძილის დარღვევები მნიშვნელოვნად შეამცირა.
აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას
ომეგა-3 ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. 6-თვიანმა კვლევამ დაადასტურა, ომეგა-3-ის დამატების შედეგად, 183 ბავშვის ვერბალური და მეხსიერებითი უნარები გაუმჯობესდა.