სოლვინერი

უსაფრთხოების პოლიტიკა

1. მონაცემების დამუშავების დროს ჩვენ ვმოქმედებთ – „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 1981 წლის კონვენციის შესაბამისად;

2. ჩვენ ვიცავთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებს;

3. solvinner.com-ის მიერ, შესაძლებელია განხორციელდეს ქვემოთ მოცემულ მონაცემთა მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება:

3.1. სახელი და გვარი;

3.2. მისამართი;

3.3. ტელეფონის ნომერი;

3.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.

4. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ, როგორც solvinner.com – ს რეგისტრირებულ მომხმარებელს, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენს ბაზაში არსებულ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა;

5. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ჩვენს მიერ:

5.1. მოგეწოდებათ სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ;

5.2. სხვადასხვა სახის პერსონალური საჩუქრებისა და შეთავაზებების მოწოდების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით დგინდება საუკეთესო მომხმარებლები;

6. ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზებისა და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, solvinner.com იყენებს ე.წ. „მზა ჩანაწერებს“ (Cookies);

7. solvinner.com – ს ჯგუფის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს. მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს მხოლოდ სათანადო საფუძველის არსებობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.