როგორ დავუბრუნოთ სახსრებს ჯანმრთელობა?

 

ასაკთან ერთად ჩვენს სახსრებში ცვლილებები ხდება და  არც თუ ისე სასიამოვნო!

დეგენერაციული პროცესი არღვევს ძვლის ხრტილოვან ზედაპირს, მცირდება სინოვიალური სითხის რაოდენობა სახსარში. ხრტილის ფენა, რომელიც ძვლების ზედაპირებს ფარავს, თანდათან თხელდება, თითქმის მთლიანად ქრება და ძვლების ბოლოებს დაუცველს ტოვებს, ძლიერდება ტკივილი სახსრებში, ამ პროცესს თან ერთვის დეგენერაციული ცვლილებები  და ოსტეოართრიტის განვითარებამდე მივყავართ. საბოლოო ჯამში სახსარი კარგავს მთავარ ფუნქციას – საყრდენ მამოძრავებელ ფუნქციას, გაძნელებულია გადაადგილება, მნიშვნელოვნად უარესდება ცხოვრების ხარისხი.

რომ შევაჯამოთ, ოსტეოართრიტი არის სახსრის დეგენერაციული დაავადება, რომლის გავრცელებაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

ხანდაზმულთა უმრავლესობა სახსრებში შეტევით ტკივილს გრძნობს, ზოგჯერ კი სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ სიმპტომს: ტკივილს და შებოჭილობას, შეშუპებას, სახსრის დეფორმაციას.  ჩვეულ გართულებად მიიჩნევა მტევანში ძვლოვანი წანაზარდების განვითარება- ე.წ. ,,მარილები“. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, ქალებთან შეინიშნება და უკვე 40 წლის ასაკში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წანაზარდები მტკივნეულია, ადამიანი შეუზღუდავად იყენებს ხელებს. ტკივილი შესაძლოა შეამციროს სათანადო მკურნალობამ დაავადების ადრეულ სტადიებში.

ოსტეოართრიტის განვითარების რისკ ფაქტორებია:

ასაკი- 40 წელზე მეტი, ზედმეტი წონა-სიმსუქნე, სახსრის დაზიანება (ტრავმები), ოსტეოართრიტისადმი მემკვიდრეობითი განწყობა – ოსტეოართრიტის ზოგიერთი ფორმა ერთი ოჯახის წევრებშიც გვხვდება, თუმცა მემკვიდრეობა ოსტეოართრიტის განვითარების მთავარი მიზეზი არ გახლავთ.

თვითმკურნალობა არ ღირს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უკეთეს და უფრო სწრაფ შედეგს ვიღებთ როდესაც მივმართავთ  ექიმს, სასურველია – რევმატოლოგთან ან ართროლოგთან დროული ვიზიტი. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ბევრი არასასურველი გვერდითი ეფექტი აქვს, ამიტომ ექიმი უფრო სწრაფად შეგირჩევთ საჭირო პრეპარატს. მკურნალობა ფარმაკოლოგიურ და არამედიკამენტურ თერაპიას მოიცავს.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს უპირატესობა ენიჭება მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, რომელთაგანაც უნდა შეირჩეს კლინიკური კვლევებით დადასტურებული  კომბინაციები, გვერდითი  ეფექტების გარეშე.

ოსტეობონი

vidal.ge