რატომ ტირიან პატარები უმიზეზოდ

თუ თქვენი ჩვილი უმიზეზოდ ტირის და დამშვიდება უჭირს, მას კოლიკა აწუხებს. ეს შესაძლოა იყოს აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილიც, რომელიც ჩვილ ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირია და როგორც წესი, დაბადებიდან 2–3 კვირაზე იწყება და 3–4 თვემდე გრძელდება. კოლიკა უმეტესად დღის მეორე ნახევარში გამოვლინდება ხოლმე. მისი ეტიოლოგია გაურკვეველია, მაგრამ მტკიცებულებები ნაწლავის მიკრობიოტას როლის მზარდი მნიშვნელობის შესახებ დღითი-დღე მატულობს.

კოლიკა არ მიეკუთვნება იმ ჯგუფის პრობლემებს, რომელიც ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის. თუმცა დედებისთვის საკმაოდ სტრესულია, რადგან ვერ ახერხებენ პატარების დამშვიდებას.

როგორ ამოვიცნო კოლიკა

ჩვილი ხშირად იწყებს ტირილს, რომელსაც გამოხატული მიზეზი არ აქვს.

აქვს. გაღიზიანებული პატარას დამშვიდება რთულია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტირილი იწყება მოულოდნლად და სრულდება, ასევე, მოულოდნელად. ტირილის დროს ბავშვი ფეხებს ხშირად წევს მუცლისკენ და სწრაფად შლის. მისი მუცელი შებერილია და ოდნავ გამაგრებული.

როდესაც ბავშვს კოლიკა აწუხებს, მისი კვების პროცესი საკმაოდ რთულდება და ნელდება.

ჩვილთა კოლიკა ანუ ძლიერი ტირილის სინდრომი არის ქცევითი სინდრომი, რომელიც ვლინდება  1-დან 5 თვემდე ასაკის ჯანმრთელ ჩვილებში ტირილის  ხანგრძლივი, ძნელად  მართვადი ეპიზოდებით.

რა იწვევს კოლიკას?

ჩვილთა ასაკში კოლიკას უმეტესად კვების დროს ჰაერის გადაყლაპვა იწვევს – ჩქარი ჭამისას, არასწორად შერჩეული საწოვარით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ზედმეტად წვრილი ან მსხვილი ნახვრეტი, ბავშვი ყლაპავს ჰაერს, რაც იწვევს მეტეორიზმის და კოლიკის წარმოქმნას . თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლითაც შეიძლება იყოს ეს პრობლემა გამოწვეული.

კოლიკის პრობლემის არსებობისას ჩვილ ბავშვთა ნაწლავებში დადგენილია ენტერობაქტერიების რაოდენობის მატება, რაც იწვევს აირების და ენდოტოქსინების დაგროვებას , შესაბამისად მუცლის შებერვას და კუჭნაწლავის დისკომფორტს . გარდა ამისა ერთმანეთისგან  დამოუკიდებლად მრავალმა მკვლევარმა დაადგინა კავშირი კოლიკასა და ნაწლავში სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების რაოდენობის შემცირებას შორის. მეორეს მხრივ, კოლიკის დროს მომატებულია პირობით პათოგენური ფლორა.

კოლიკის სხვა მიზეზებია:

  • ძუძუთი კვების დროს ეს შეიძლება იყოს მგრძნობელობა დედის მიერ მირთმეული პროდუქტების მიმართ
  • ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის სისტემა
  • უმწიფარი ნერვული სისტემა

როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს

ჩვილთა კოლიკა არის დროებითი დისკომფორტი, რომელსაც დრო სჭირდება, რომ მოგვარდეს. თუმცა, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს ამ მტკივნეული პერიოდის მარტივად გადატანაში. პედიატრები ამ დროს ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევისგან, როგორც წესი, თავს იკავებენ. საკმარისია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება და ბავშვის დამშვიდებას მარტივად შეძლებთ:

  • გაუკეთეთ ბავშვს მუცლის მსუბუქი მასაჟი
  • გაუკეთეთ მსუბუქი ვარჯიში: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი
  • დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ეხმარება აირებისგან გათავისუფლებას
  • ჩასვით თბილ აბაზანაში
  • ჩაუდეთ პირში საწოვარა

თითოეული ამ რეკომენდაციის შესრულება ჩვილის გაჭირვეულების მომენტში არის რეკომენდებული. თუმცა არსებობს პრევენციული ზომებიც, რაც ძირითადად კვების პროცესთან არის დაკავშირებული.

თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შეარჩიეთ სწორი პოზა, რომ პატარამ კვების დროს ნაკლები ჰაერი გადაყლაპოს. თუმცა კოლიკა უმეტესად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აწუხებთ. ამ შემთხვევაში უმთავრესი ანტიკოლიკური ბოთლის შერჩევაა. ბოთლების დიდი ნაწილი რძესთან ერთად ჰაერსაც უშვებს, რაც კოლიკას უმთავრესი მიზეზია. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბოთლის და საწოვარას შერჩევას. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება ისეთი საწოვარა, რომელიც აღჭურვილია ანტიკოლიკური სისტემით. აღნიშნული სისტემა განაპირობებს სითხის ბუნებრივ ნაკადს, ხდება ბოთლის შიგნით წნევის სხვაობის კომპენსირება, მცირდება წოვისას ბავშვის მიერ ჰაერის გადაყლაპვა, რაც არის სწორედ დისკომფორტის–მეტეორიზმის და კოლიკის წარმოქმნის მიზეზი. ასეთი საწოვარა რჩება რბილი და მოქნილი, ადაპტირებული ბავშვის პირის ღრუსთან. ამის გამო არ ირღვევა წოვითი მოძრაობები და არ ხდება ჰაერის გადაყლაპვა.

ყურადღება მიაქციეთ კვების დროს ბავშვის მდგომარეობას. შეეცადეთ პატარა მაქსიმალურად ვერტიკალურად დაიკავოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ჭამისას ნამდვილად მოწოვოს რძე და უბრალოდ არ ყლაპოს ჰაერი.

კოლიკის დროს პრობიოტიკის დამატებით  მნიშვნელოვნად  უმჯობესდება  ბავშვის მდგომარეობა , რაც პრობიოტიკის კუჭნაწლავის მიკრობიოტაზე  მოდულაციური ეფექტით აიხსნება.

გაითვალისწინეთ, რომ კოლიკის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.