Shop

ტაიდო ნაუსეა

Elerte

0.00 

აღწერა

შემადგენლობა:

3 კაფსულის შემადგენლობა : კოჭა (ჯანჯაფილის ფესურას ფხვნილი) 750მგ, ვიტამინი B6 12.5 მგ.

ინგრედიენტები: 

ჯანჯაფილის რიზომის ფხვნილი (Zingiber officinale), მალტოდექსტრინი, მცენარეული კაფსულა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).

ტაიდო ნაუსეა ხელს უწყობს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე გულისრევის და ღებინების სიმპტომების შემცირებას. კოჭა და ვიტამინი B6  სინერგიულად მოქმედებს და ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს.

კოჭა ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და ზღვის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ გულისრევას. გარდა ღებინებისა, კოჭა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას რეგულარული მიღება ამცირებს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

ვიტამინი B6 მნიშვნელოვნად აქვეითებს გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს სისუსტისა  დაღლილობის სიმპტომებს, არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას. ვიტამინი B6   მონაწილეობს ამინომჟავების, ნახშირწლების, სეროტონინის, ჰომოცისტეინის და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.

ჩვენება: 

ორსულთა ტოქსიკოზი

მგზავრობის აუტანლობა, ზღვის დაავადება

ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება

გამოყენების და შენახვის წესები:

მიიღეთ 3 კაფსულამდე დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად, გულისრევის ან ღებინების  ინტენსივობის მიხედვით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ტაიდო ნაუსეა კაფსულების მიღება შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, როგორც ადრეული, ისე გვიანი ტოქსიკოზის დროს, მინიმუმ 15 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

მოარიდეთ ბავშვებს, შეინახეთ მშრალ  სინათლისგან დაცულ ადგილას.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: 

არ არის რეკომენდებული  ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

საკვები დანამატები უნდა იქნას გამოყენებული როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელი.

არ შეიცავს გლუტენს.