Shop

ფლუისედალი სიროფი

Elerte

0.00 

აღწერა

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: 125 მლ სიროფი

შემადგენლობა: 1 მზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 130 მგ მეგლუმინის

ბენზოატს, 15 მგ პოლისორბატ 20-ს, 2.5 მგ პრომეთაზინის

ჰიდროქლორიდს და 3.6 გ საქაროზას.

1 სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 390 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 45 მგ

პოლისორბატი 20-ს, 7,5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 10.8 გ

საქაროზას.

დამხმარე ნივთიერებები:ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), კარამელის ფერი (E 150) , კარამელის არომატიზატორი (ვანილის ხსნარი, პიპერონალი, გამა-ნონალაქტონი, მალტოლი და აცეტილმეთილკარბინოლი პროპილენ გლიკოლში), საქაროზა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: R06AD52

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, ფენოთიაზინის წარმოებულები, (R: სასაუნთქი სისტემა).

ფლუისედალის სიროფის მოქმედება:

  • ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული)
  • ხველის საწინააღმდეგო
  • პნევმოპროტექტორული

 სამი აქტიური კომპონენტის კომპლექსური მოქმედება

  • პრომეთაზინი -ანტიჰისტამინი, ცენტრალური და პერიფერიული მოქმედებით:

პრომეთაზინი (2,5მგ/5მლ)-> ხველის საწინააღმდეგო და სედატიური ანტიჰისტამინი , ამცირებს  ალერგიას, შეშუპებას და ხველის ინტენსივობას

H1 – რეცეპტორების ბლოკატორი, ხველის , შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო ანტიჰისტამინი, აჩერებს შეტევით მშრალ ხველას, ასევე ეფექტურია ზემო სასუნთქი გზების ალერგიული სიმპტომების სამკურნალოდ.

პრომეთაზინი

– პირველი თაობის ანტიჰისტამინი (ბლოკავს H1 პერიფერიულ და ცენტრალურ  ჰისტამინერგულ რეცეპტორებს)

– სედაციური

– ანტიქოლინერგული (ამცირებს ლორწოს პროდუქციას, აშრობს ლორწოვანს, ღებინების საწინააღმდეგო)

რისთვის გამოიყენება პრომეთაზინი?

  • ხველის შესამცირებლად, ალერგიის და გაციების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა, ალერგიული, ვაზომოტორული რინიტი, სურდო,ხველა, ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება
  • ინსომნია- განსაკუთრებით, როცა ხველა ან გაციება, ქავილი გაღვიძებთ ღამით.
  • ალერგია ,მათ შორის პოლინოზი,ურტიკარია
  • გულისრევა, ღებინება, მოგზაურთა დაავადება, ვერტიგო

პრომეთაზინი, პერორალური მიღებისას:

  • 20 წუთში იწყებს სიმპტომების გაუმჯობესებას (ხველა, ალერგია, ღებინება)
  • სედაციური მოქმედება 2-8 საათი, შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე

პრომეთაზინის  მიღება შეიძლება  პარაცეტამოლთან ან იბუპროფენთან ერთად.

2) მეგლუმინის ბენზოატი (130 მგ/5მლ) ->დამატენიანებელი:  ხელს უწყობს ლორწოვანის დატენიანებას, ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანებას.

3) პოლისორბატი 20 (15 მგ/ 5 მლ)-> პნევმოპროტექტორული ფაქტორი : ხელს უწყობს სეკრეტის დრენირებას სინუსებიდან,  ხელს უშლის ლორწოს ადჰეზიას სასუნთქი გზების ეპითელიუმზე.