Shop

კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250 მგ

Elerte

0.00 

აღწერა

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10

შემადგენლობა: გრინდელი 20 მგ, ჰელზემიუმი 10 მგ. პარაცეტამოლი 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.

კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ანალგეზური და ანტიპირეტული საშუალებები, გაციებისა და ხველების საწინააღმდეგო საშუალებები.

პრეპარატი ნაჩვენებია ცხელების და /ან ტკივილის დროს, მაგ: თავის ტკივილი, გრიპი, კბილის ტკივილი. ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13- 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში. 

სიფრთხილის ზომები: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.  პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ამ ნივთიერებას შეიცავს სხვა პრეპარატებიც. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატები ერთდროულად.

სუპოზიტორიების გამოყენებისას არსებობს გამოყენების ადგილის გაღიზიანების რისკი. ეს მით უფრო ინტენსიურად ვლინდება, რაც უფრო ხანგრძლივად ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი.