Shop

კორილი

Sanience

0.00 

აღწერა

კრილის ქონი , ომეგა 3

მწარმოებელი კომპანია: Sanience 

მწარმოებელი ქვეყანა: ნორვეგია

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30

1 კაფსულის შემადგენლობა: კრილის ქონი  500 მგ, ფოსფოლიპიდები 200 მგ, ომეგა3 ცხიმოვანი მჟავები (EPA/DHA) 90მგ, ასტაქსანტინი 400 მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კრილის ქონი – ძლიერმოქმედი საშუალება  ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების წინააღმდეგ. კრილი არის კიბორჩხალისებრთა ოჯახის წარმომადგენელი (პოლარული შრიმპი), მოიპოვება ყველაზე სუფთა ღრმა ანტარქტიკულ წყლებში.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კრილის ქონი 40-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე კლასიკური  თევზის ქონი, ეს განპირობებულია კრილის ქონის უნარით სრულად განიცადოს აბსორბცია და მისი უნიკალური თვისებით – სრულად გაიხსნას სითხეებში.

თევზის ქონისგან განსხვავებით, კრილი მდიდარია ასტაქსანტინით, წითელი პიგმენტით, რომელიც მის წითელ შეფერილობას განაპირობებს. ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომლის შემცველობა იცავს კრილის ქონს დაჟანგვისგან და  არ საჭიროებს კონსერვანტების დამატებას.

კორილის მოქმედება:

კრილის ქონი არის ახალი თაობის ომეგა 3,  წარმოდგენილი ხსნადი ფოსფოლიპიდების სახით

კრილის ქონი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს (EPA, DHA) და არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძირითადი წყარო (ასტაქსანტინი)

კრილის ქონი ეფექტურია სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, HDL- სა და LDL- ს ოპტიმალური თანაფარდობის შესანარჩუნებლად

კორილი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და უზრუნველყოფს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას, კარდიოვასკულური სისტემის გრძელვადიანი ოპტიმალური ფუნქციონირების ხელშეწყობას

DHA კორილის შემადგენლობაში უზრუნველყოფს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებას

ფოსფოლიპიდებში არსებული  ქოლინი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას. სამკურნალო ეფექტის მისაღებად თევზის ქონის ომეგა 3 -ის დღიური კლასიკური დოზაა  250მგ, ეს არის უხსნადი თევზის ქონის დოზა. კრილის ქონი კი შეიცავს მხოლოდ ხსნად ომეგა 3, რომელიც სრულად აბსორბირდება და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას. 

წარმოებულია ევროკავშირში GMP  სტანდარტის შესაბამისად  Sanience S.R.L. -თვის Aker Biomarine Norway ლიცენზიის შესაბამისად. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი Sanience S.R.L. 1A Fr.Chopin St. Sector 2,   ბუქარესტი, რუმინეთი