ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ,, Laboratoires ÉLERTÉ ‘’ დაარსდა 1947 წელს და მას შემდეგ მისი პროდუქცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
ფარმაცევტულილ კომპანია ელერტეს მიერ წარმოებული პრეპარატები არის უმაღლესი ხარისხის და შექმნილია პარიზის ცენტრში, ილ დე ფრანსში მდებარე ქარხანაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის მედიკამენტების წარმოებისა და შეფუთვისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე დანადგარებით.
ფრანგული კომპანია ,,Laboratoires ÉLERTÉ ‘’ აწარმოებს და ამარაგებს მსოფლიო ბაზარს როგორც ფართო მოხმარების სააფთიაქო, ისე საექიმო პრაქტიკაში კლინიცისტების მიერ დანიშვნადი მედიკამენტებით, ესენია გინეკელოგიური, სასუნთქი სისტემის, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიანემიური პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ასევე ორიგინალური ფორმულები (კოკლუსედალი, ფლუისედალი, აქტიკარბინი). კომპანია ქართულ ბაზარზეა 2019 წლიდან.