Shop

აქტიკარბინი

Elerte

62.64 

აღწერა

მწარმოებელი კომპანია: Elerte Laboratoires

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები #42 

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები ერთ ტაბლეტში:

აქტივირებული მცენარეული ნახშირი 70 მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი 14 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ალგინის მჟავა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი გლუკოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, შელაკი, ტალკი,  აკაცია, ტიტანის დიოქსიდი,კარნაუბას ცვილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავური ადსორბენტი, ანტისპაზმური (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა  და მეტაბოლიზმი)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტიკარბინი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც  ამცირებს შებერილობას და ნაწლავის კედლის დაჭიმულობას, აღადგენს ნაწლავებში ნორმალურ ტრანზიტს, აუმჯობესებს პანკრეასის წვენის გამოყოფას, აძლიერებს შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებას,  ხსნის მუცლის ტკივილს. აქტიკარბინი ახდენს აირების და ტოქსიური ნივთიერებების მაქსიმალურ ადსორბციას და ევაკუაციას.